შსს-ს გამოძიება არ დაუწყია - კასპში მომხდარ ძალადობაზე ჟურნალისტებს ინსპექტორის სამსახურში კითხავენ

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს "მთავარი არხის", "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ჟურნალისტებს გამოკითხავენ. საქმე ეხება 18 თებერვალს, კასპის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც მედიის წარმომადგენლები პოლიციამ შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. 

"მთავარი არხის" ჟურნალისტზე ფიზიკურად იძალადეს, დაზიანდა ტექნიკაც. რა მუხლით დაიწყება საქმის წარმოება ჯერ უცნობია.

"საკმარისზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებზე და განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებზე სამართალდამცავების, ასევე, "ქართული ოცნების" დეპუტატების მხრიდან განხორციელდა როგორც ფიზიკური ანგარიშსწორება, ასევე ჟურნალისტურ საქმიანობაში უხეში ხელშეშლა. თუმცა, ამ დრომდე შსს-ს და პროკურატურას ამ საქმეზე გამოძიება არ აქვს დაწყებული, ერთადერთი ვინც დაინტერესდა, ესაა სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური", - თქვა გიორგი ახალკაცმა. 

მისი თქმით, დღეს ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელს ყველა კითხვაზე პასუხს გასცემენ და იმედოვნებენ, რომ მოძალადეები პასუხისგებაში მიეცემიან. ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი