
მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობა და რასაკვირველია ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი სასამართლოს შესაძლებლობა - ასე ეხმაურება ევროკავშირის ელჩი, კარლ ჰარცელი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ შიმშილობის დაწყებას.
"მე რასაკვირველია ინფორმირებული ვარ და ვიცი, რომ ბატონმა სააკაშვილმა გამოაცხადა შიმშილობა, მე ამ შემთხვევაში შემიძლია მხოლოდ გავიმეორო ის პოზიცია, რაც არის ევროკავშირის ხედვა ამ საკითხთან მიმართებით, ჩვენთვის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მდგომარეობა და რასაკვირველია ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს თავისუფალი სასამართლოს შესაძლებლობა",- თქვა კარლ ჰარცელმა.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა, გუშინ სასამართლო პროცესზე გამოაცხადა, რომ უვადო შიმშილობას იწყებს. ის ადეკვატურ სამედიცინო დახმარებას ითხოვს.
რუსთავის ციხეში გადაყვანის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის მონახულებას ვერ ახერხებს მისი პირადი ექიმი, მესამე პრეზიდენტთან არც ალტერნატიული კომისიის წევრებს უშვებენ.