"ეს გადაწყვეტილება მიუღებელია" - ერდოღანი რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებაზე 

გამოქვეყნდა:

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი აცხადებს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება აღიაროს ორი სეპარატისტული რეგიონი აღმოსავლეთ უკრაინაში, „მიუღებელია“ და რუსეთს საერთაშორისო კანონების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

ერდოღანმა თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ რუსეთის ეს გადაწყვეტილება მიუღებელია, ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას მხარეებს პატივი სცენ საღ აზრსა და საერთაშორისო სამართალს",- თქვა ერდოღანმა. 

რუსეთის დუმამ უკვე ერთხმად მოახდინა პუტინის მიერ აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების თაობაზე ხელშეკრულებების რატიფიცირება.

ცნობისთვის, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ოკუპირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა აღიარა. მან ტერიტორიაზე ჯარების შეყვანის ბრძანებაც გასცა. ბრძანებაში ნათქვამია, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ. 

ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას რუსეთის მიერ აღიარებული ე.წ. "დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ. ამერიკა ამბობს, რომ ეს არაა ის მკაცრი ეკონომიკური სანქციები, რომლებსაც რუსეთს დაუწესებენ და ამის შესახებ მომავალში მეტი დეტალი გახდება ცნობილი.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი