ევროკავშირი ავრცელებს იმ სფეროების ჩამონათვალს, რა მიმართულებებითაც ევროკავშირს სურს, რუსეთისთვის სანქციების დაწესება - ერთობლივ განცხადებას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ავრცელებენ.
დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა უმაღლესი წარმომადგენლის ხელმძღვანელობით დღეს, 16:00 საათზე დაიწყო, რომელზეც სანქციებს განიხილავენ.
ევროკავშირის სანქციების პაკეტის მიხედვით:
- პერსონალური სანქციები შესაძლოა, დაეკისროთ მათ, ვინც ჩართულები იყვნენ უკანონო გადაწყვეტილების მიღებაში.
- ბანკებს, რომლებიც აფინანსებენ რუსეთის სამხედრო და სხვა ოპერაციებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
- რუსეთის სახელმწიფოსა და მთავრობის უნარს შევიდეს ევროკავშირის კაპიტალსა და ფინანსურ ბაზრებზე და სერვისებზე, შეეზღუდოს აგრესიული პოლიტიკის დაფინანსება.
- ოკუპირებულ რეგიონებიდან ევროკავშირისკენ და ევროკავშირიდან ვაჭრობის შესაძლებლობა, რათა პასუხისმგებლებმა იგრძნონ თავიანთი უკანონო და აგრესიული ქმედებების ეკონომიკური შედეგები.
დოკუმენტში წერია, რომ ევროკავშირი მზად არის მიიღოს დამატებითი ზომები შემდგომ ეტაპზე, საჭიროების შემთხვევაში.
ამასობაში ცნობილი ხდება დიდი ბრიტანეთის სანქციების შესახებ. გარდა ამისა, გერმანია Nord Stream 2-ის გაზსადენის ამოქმედებას აჩერებს.