"ოცნება" თავს არიდებს პასუხს კითხვაზე, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების შემდეგ "ქართული ოცნება" არ საუბრობს, შეუერთდება თუ არა საქართველო სანქციებს.

დეპუტატმა არჩილ თალაკვაძემ დღეს თქვა, რომ ისინი დასავლეთის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს უჭერენ მხარს.

"სანქციებს შეიმუშავებს აშშ და ევროკავშირი და რა თქმა უნდა, როდესაც გითხარით, რომ ჩვენ ველით საერთაშორისო საზოგადოების ქმედით ნაბიჯებს, ზუსტად ამას ვგულისხმობდით, რომ სანქციებზე მუშაობა მიმდინარეობს და პირველი გადაწყვეტილებები უკვე მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ ნახა. 

საქართველო მხარს უჭერს საერთაშორისო საზოგადოების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ნაბიჯებს, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფასთან დაკავშირებით იქნება გადადგმული", - თქვა არჩილ თალაკვაძემ. 

რაც შეეხება ოპოზიციას - "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს პარლამენტში კანონპროექტი დააინიციროს, რომლის მიხედვითაც დონეცკსა და ლუგანსკში შესულ პირებზე, ოკუპაციის შესახებ კანონი გავრცელდება.

"დროამ" ამ თემასთან დაკავშირებით საგანგებო ბრიფინგი გამართა - პარტია ამბობს, რომ საქართველო დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს, როგორც პიროვნულ, ისე ფინანსური ინსტიტუციების მიმართ უნდა შეუერთდეს. 

"ლელოს" აქვს ინიციატივა, პარლამენტმა რეზოლუცია მიიღოს, რომლიც ოკუპირებული ტერიტორიების "დამოუკიდებლობის" აღიარებას დაგმობს. 

უკრაინაში მოსალოდნელი შეჭრის გამო, რუსეთს სანქციები დაუწესა აშშ-მ, დიდმა ბრიტანეთმა, ევროკავშირმაკანადამ, იაპონიამ და ავსტრალიამაც. გერმანიამ შეაჩერა გაზსადენ "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის ამოქმედებაც.

იხილეთ ასევე:



 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი