
რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაშია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა.
გარდა ამისა, მათივე ცნობით, სიაში შედიან, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო, სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი, ასევე სახელმწიფო დუმის ვიცე-სპიკერი პიოტრ ტოლსტოი, RT სატელევიზიო არხი მარგარიტა სიმონიანი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვი.
ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატსა და 27 იურიდიულ და ფიზიკურ პირს სანქციები გუშინ, 21 თებერვალს დაუწესა