გვაქვს საკმარისი რეზერვები და ძალა, წინააღმდეგობა გავუწიოთ სამხედრო, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ აგრესიას - უკრაინის პრემიერი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი აცხადებს, რომ ქვეყანას საკმარისი რეზერვები აქვს, რათა გაუძლოს როგორც სამხედრო, ასევე ეკონომიკურ აგრესიას. 

„ჩვენი ეკონომიკა და ფინანსური სისტემა სტაბილურია. გვაქვს საკმარისი რეზერვები და ძალა, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ არამარტო სამხედრო, არამედ ეკონომიკურ, სავაჭრო, ენერგეტიკულ აგრესიას. სიტუაციის გაუარესების ეკონომიკური მიზეზები არ გვაქვს, გარდა პანიკისა..." ამბობს შმიგალი.

​მისივე თქმით, ეროვნული ბანკის რეზერვების გარდა, საერთაშორისო პარტნიორებმა უკვე გასცეს მილიარდობით დოლარის გარანტიები და ფინანსური მხარდაჭერა.

შმიგალის განცხადებით, უკრაინაში საგანგებო მდგომარეობის შემოღება გავლენას არ მოახდენს ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესის მუშაობაზე. უპირველეს ყოვლისა, ეს საშუალებას მისცემს უკრაინელ სამხედროებს და სამართალდამცავებს უკეთ გააკონტროლონ სიტუაცია.

„უკრაინის ყველა რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად და რუსეთის შესაძლო შემდგომი აგრესიისთვის მზადყოფნის მიზნით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ შემოგვთავაზა საგანგებო მდგომარეობის შემოღება. ის იმოქმედებს მთელ უკრაინაში. ეს, პირველ რიგში, საშუალებას მისცემს ჩვენს სამხედრო და სამართალდამცავ ოფიცრებს. უკეთესად გააკონტროლონ სიტუაცია. არავითარ შემთხვევაში ეს არ იმოქმედებს ადამიანების ცხოვრებასა და ბიზნესის მუშაობაზე“, - განაცხადა მან მთავრობის სხდომაზე

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ ქვეყნის ტერიტორიაზე, გარდა დონეცკისა და ლუგანსკისა, მხარი დაუჭირა საგანგებო მდგომარეობის შემოღებას. გადაწყვეტილება ახლა რადამ უნდა მიიღოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი