აშშ Nord Stream 2-ის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს

გამოქვეყნდა:

თეთრი სახლის ნფორმა​ციით, აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მის ადმინისტრაციას დაავალა, რომ გაზსადენ ჩრდილოეთ ნაკადი 2-ისა და კორპორაციის თანამდებობის პირებს სანქციები დაუწესდეთ.

"დღეს ჩემს ადმინისტრაციას მივმართე, რომ Nord Stream 2-სა და მის კორპორატიულ ოფისებზე სანქციები დაწესდეს. ეს ნაბიჯები ჩვენი სანქციების კიდევ ერთი ნაწილია უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ. როგორც ნათლად განვაცხადე, თუ რუსეთი ესკალაციას გააგრძელებს, ჩვენ შემდგომი ნაბიჯების გადადგმას არ მოვერიდებით",-წერია თეთრი სახლის განცხადებაში. 

21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ლუგანსკისა და დონეცკის დამოუკიდებლობა აღიარა. რამდენიმე საათში კი დონბასში ჯარების შეყვანის განკარგულება გასცა. ბრძანებაში ნათქვამი იყო, რომ ტერიტორიაზე ჯარები "მშვიდობის დამყარების მიზნით" შეჰყავთ.

რუსეთის გადაწყვეტილების საპასუხოდ, გერმანიამ NORD stream 2-ის გაზსადენის პროექტის სერტიფიცირების პროცესი შეაჩერა.

სანქციების პირველი ნაწილი აშშ-მა რუსეთს 22 თებერვალს დაუწესა. პერსონალური ფინანსური სანქციები შეეხო პუტინთან დაახლოებულ პოლიტიკური ელიტის წევრებსა და მათ ოჯახის წევრებს. სანქციები ასევე შეეხო რუსეთის 2 მსხვილ ფინანსურ ინსტიტუტს.

ამას გარდა, თემთა პალატის სხდომაზე, სანქციების პირველი ნაწილი წარადგინა დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, ბორის ჯონსონმა. სანქციები ხუთი რუსული ბანკისა და სამი რუსი მილიარდერის წინააღმდეგ ამოქმედდება.

22 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატი და 27 იურიდიული და ფიზიკური პირი დაასანქცირა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი