
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს. ის წერს, რომ გმობს რუსეთის ბარბაროსულ თავდასხმას და ამის გასამართლებლად გამოყენებულ ცინიკურ არგუმენტებს.
"პრეზიდენტი პუტინი პასუხისმგებელია ომის დაბრუნებაზე ევროპაში. ამ მძიმე/ბნელ საათებში ევროკავშირი დგას უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით. ის, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის რუსეთის ხელმძღვანელობის უპრეცედენტო აგრესია სუვერენული, დამოუკიდებელი ქვეყნის წინააღმდეგ. რუსეთის სამიზნე არ არის მხოლოდ დონბასი, მიზანი არ არის მხოლოდ უკრაინა, სამიზნე არის სტაბილურობა ევროპაში და მთელ საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი. ამისთვის ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას დავაყენებთ", - აღნიშნულია განცხადებაში.
მისივე ინფორმაციით, დღეს მასიური და მიზანმიმართული სანქციების პაკეტს წარადგნენ დასამტკიცებლად. სანქციები დაარტყამს რუსეთის ეკონომიკურ სექტორს, დაიბლოკება მათი წვდომა ძირითად ტექნოლოგიებსა და ბაზრებზე.
გარდა ამისა, გაიყინება რუსული აქტივები ევროკავშირში და შეჩერდება რუსული ბანკების წვდომა ევროპის ფინანსურ ბაზრებზე.
"ჩვენ არ მივცემთ უფლებას პრეზიდენტ პუტინს დაანგრიოს ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა. მან არ უნდა შეაფასოს ჩვენი დემოკრატიის სიმტკიცე და ძალა.
ევროკავშირი უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით დგას. უკრაინა გაიმარჯვებს", - წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ტვიტერზე.