
უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით, უკრაინელ ხალხს სპეციალური განცხადებით მიმართა ქვეყნის ყოფილმა პრეზიდენტმა. პეტრო პოროშენკომ პუტინის ქმედებები ჰიტლერის ომს შეადარა და აღნიშნა რომ უკრაინაზე თავდასხმით კრემლმა ომი მთელ ევროპას გამოუცხადა.
"კრემლის პარანოიკის გადაწყვეტილება, რომ შეიჭრას დონბასში, ეს არის ბოლო ხაზი, რომელიც პუტინს აშორებდა ჰიტლერისგან. ახლა, ეს ხაზი წაშლილია" - აცხადებს პეტრო პოროშენკო.