მანჩესტერ სიტის უკრაინელი ფეხბურთელი ოლექსანდრ ზინჩენკო სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს - "მთელი ცივილიზებული სამყარო შეშფოთებულია ჩემს ქვეყანაში შექმნილი ვითარებით. არ შემიძლია ჩრდილში დავდგე. მინდა, ჩემი პოზიცია დავაფიქსირო. ფოტოზე ჩემი ქვეყანაა, სადაც დავიბადე და გავიზარდე, ქვეყანა, რომლის ფერებსაც ვიცავ საერთაშორისო ასპარეზზე"
მოგვიანებით ზინჩენკომ პოსტი განაახლა და პირადად რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს მიმართა სიტყვებით: "იმედი მაქვს, ყველაზე მძიმე წამებით მოკვდები, რაც კი არსებობს, არარაობავ!"