
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება ფოტო და ინფორამაცია ოკუპანტი რუსი ტყვეების შესახებ.
მათივე ინფორმაციით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ლუგანსკისა და სშასტიესთვის, რომელიც ამჟამად უკრაინელი ჯარისკაცების კონტროლის ქვეშაა - ბრძოლის დროს მტერმა დიდი დანაკარგი განიცადა ცოცხალი ძალითა და ტექნიკით და უკან დაიხია. რუსი ოკუპანტები ტყვედ აიყვანეს - ნათქვამია განცხადებაში.
რუსი ტყვეების ფოტოები გაავრცელა ცოტა ხნის წინ, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომაც.