"დაარტყით რუსეთს მკაცრი სანქციებით... დაეხმარეთ უკრაინას სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით" | კულება მსოფლიო ლიდერებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მსოფლიო ლიდერებს მოუწოდებს, არ გაიმეორონ წარსულის შეცდომები და რუსეთს მკაცრი სანქციები დაუწესონ, ასევე უკრაინას სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით დაეხმარონ. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

ახლა პუტინს 1939 წლის შემდეგ ევროპა ყველაზე ბნელ დროში ჩაჰყავს. ნებისმიერი მთავრობა, რომელსაც ამის თავიდან აცილების იმედი აქვს, გულუბრყვილოა. არ გაიმეოროთ წარსულის შეცდომები. დაარტყით რუსეთს მკაცრი სანქციებით. დაეხმარეთ უკრაინას სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერით. ჩვენ ერთად შეგვიძლია რუსული აგრესიის შეჩერება, - წერს კულება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი