ოკუპანტები ავრცელებენ სიცრუეს, მე კიევში ვარ, თავდაცვის მენეჯმენტი სრულად კონტროლდება - რეზნიკოვის მიმართვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მორიგი მიმართვა მოქალაქეებს. ალექსეი რეზნიკოვი მოსახლეობას მოუწოდებს, არ აყვნენ რუსულ პროპაგანდას და არ დაიჯერონ დეზინფორმაცია, რომელიც კრემლის ინტერესებისთვის ვრცელდება. მინისტრის თქმით, უკრაინა მის ხელისუფლებას არ დაუტოვებია:

"მე კიევში ვარ. უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით, ასევე გადაუდებელი შეხვედრებისთვის აუცილებელია მდებარეობის შეცვლა. თავდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე მუშაობს თავის ფუნქციურ ამოცანებზე. თავდაცვის სამინისტროში და გენერალურ შტაბში ყველა ადგილზეა და თავის მოვალეობას ასრულებს.

თავდაცვის მენეჯმენტი სრულად კონტროლდება და ხორციელდება ყველა მიმართულებით, სადაც რუსეთი თავს დაესხა ჩვენს ქვეყანას. მე მუდმივად ვარ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობასთან, უკრაინის პრეზიდენტთან და უკრაინის პრემიერ-მინისტრთან. ასევე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს საერთაშორისო პარტნიორებთან.

არმია აგრძელებს მტრისთვის მნიშვნელოვანი ზარალის მიყენებას, ანადგურებს ოკუპანტთა აღჭურვილობას და პერსონალს.

ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ!

დიდება უკრაინას!" ნათქვამია რეზნიკოვის მიმართვაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი