
ჩეხეთის მთავრობა უკრაინას 300 მილიონ კრონს გადასცემს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს:
"ჩეხეთის მთავრობამ დაამტკიცა 300 მილიონი კრონი (დაახლოებით 14 მილიონი დოლარი) უკრაინისთვის
ჰუმანიტარული დახმარების სახით", - წერს გამოცემა "უნიანი".
მანამდე, ჩეხეთმა რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.