ბელარუსიდან რუსი ოკუპანტები ჩერნობილში შევიდნენ

გამოქვეყნდა:

ბელორუსის ტერიტორიიდან ოკუპანტების ჯარები ჩერნობილის ზონაში შევიდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკომ Facebook-ზე ავრცელებს.

"ეროვნული გვარდია, რომელიც იცავს რადიოაქტიური ნარჩენების საცავს, წინააღმდეგობას უწევს. თუ საარტილერიო დარტყმები გაანადგურებს ბირთვულ საცავს, რადიოაქტიურმა მტვერმა შეიძლება დაფაროს უკრაინის, ბელარუსის და ევროკავშირის ტერიტორია", - წერს გერაშენკო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი