ოდესის ოლქში, სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 22 და დაიჭრა 6 ადამიანი

გამოქვეყნდა:

ოდესის ოლქის პოდოლსკის რაიონში სამხედრო ნაწილის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე  გაიზარდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოდესის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

დაღუპულთა ნახევარი ქალია.

ოდესის ოლქის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარი სამმართველოს ცნობით, ნანგრევებიდან 6 ადამიანი გამოიყვანეს და პოდოლსკის საქალაქო საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაღუპულთა და დაჭრილთა იდენტიფიცირებაზე მუშაობა დასრულებულია.

დღეს ოდესის ოლქის პოდოლსკის რაიონის სოფელ ლიპეცკში სამხედრო შენაერთზე სამხედრო თავდასხმა განხორციელდა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 18 დაღუპულზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი