ხვალ, 25 თებერვალს, 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომა ჩაინიშნა.
რიგგარეშე სხდომის მოწვევას ოპოზიცია ითხოვს და ამბობს, რომ აუცილებელია, საქართველოს სახელმწიფომ ქმედითი ნაბიჯები გადადგას მეგობარი ქვეყნის დასახმარებლად და სოლიდარობისთვის.
რიგგარეშე სხდომა მოწვეულია შემდეგი დღის წესრიგით:
- პრემიერმინისტრის მოსმენა უკრაინაში დაწყებული ომის, არსებული გეოპოლიტიკური ვითარებისა და საქართველოს პოზიციონირების შესახებ;
- აქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის სამხედრო აგრესიის დაგმობის, ქმედითი დახმარების აღმოჩენის, მათ შორის ჰუმანიტარული, ასევე უკრაინის თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
ამასთან, მმართველ გუნდში ამბობენ, პრემიერმინისტრი პარლამენტის რიგგარეშე სხდომაში მონაწილეობას არ მიიღებს.
ცნობისთვის, სხდომა მოწვეულია პრეზიდენტის განკარგულებით.