
უკრაინის გაერთიანებული ძალების შტაბის ინფორმაციით, 18.00 საათის მდგომარეობით, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში შეტაკების მთელ ხაზზე დაბომბვა გრძელდება.
ამასთან, დონეცკში, Pyshchevyk -ის დასახლების მიდამოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან შეტევა და გარღვევის მცდელობა მარცხით დასრულდა.
მტერმა ზარალით უკან დაიხია. უკრაინელმა სამხედროებმა მოწინააღმდეგის 4 ტანკი გაანადგურეს.