დედაქალაქში ვითარება სრულად კონტროლდება - უკრაინის ეროვნული გვარდია

გამოქვეყნდა:

უკრაინის ეროვნული გვარდიის ინფორმაციით, კიევში ვითარება მშვიდია და კონტროლს ექვემდებარება. 
პოლიცია უკრაინის ეროვნული გვარდიის სამხედროებთან ერთად ინტენსიურად ემსახურება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვას.

"დედაქალაქში ვითარება სრულად კონტროლდება. მოვუწოდებთ კიევის მოსახლეობას, არ ჩავარდეთ პანიკაში, დაეხმარეთ სამართალდამცავებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში, რადგან ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, აუცილებელია ქალაქში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად." ნათქვამია განცხადებაში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი