პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა - G7

გამოქვეყნდა:

ვლადიმერ პუტინმა ევროპის კონტინენტზე ომი დააბრუნა, მან საკუთარი თავი ისტორიის არასწორ მხარეს დააყენა, - ნათქვამია „დიდი შვიდეულის“ ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ისინი დღევანდელი შეხვედრის შემდეგ ავრცელებენ.

G7-ის ლიდერებმა ვირტუალური შეხვედრა დღეს გამართეს.

„ვგმობთ პრეზიდენტ პუტინს იმის გამო, რომ, ჩვენი მხრიდან არაერთგზის შეთავაზების მიუხედავად, მუდმივად უარს აცხადებს დიპლომატიურ პროცესში ჩაერთოს ევროპული უსაფრთხოების საკითხების გადასაჭრელად. ჩვენ ერთიანები ვართ პარტნიორებთან, მათ შორის ნატოსთან, ევროკავშირთან და მათ წევრ ქვეყნებთან, ასევე უკრაინასთან და მტკიცედ გავაგრძელებთ იმის გაკეთებას, რაც აუცილებელია წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის მთლიანობის შესანარჩუნებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი