"პუტინმა წამოიწყო ომი პანდემიისას და ბომბავს საავადმყოფოებს... ეს ბოროტებაზე მეტია" - კულება

გამოქვეყნდა:

"ერთადერთი მორალური არჩევანი, რომელიც ახლა ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გააკეთოს, უკრაინის ყველანაირი მხარდაჭერაა", - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მისნისტრი დმიტრო კულება Twitter-ზე წერს. 

კულება წერს, რომ რუსეთმა პანდემიის ფონზე ომი წამოიწყო და ახლა უკრაინაში ყველაზე სტრატეგიულ ობიექტებს, საავადმყოფოებს ბომბავს. 

"დაფიქრდით: პუტინმა წამოიწყო მასიური აგრესიული ომი ევროპაში ჯერ კიდევ მძვინვარე პანდემიის დროს. ამას გარდა, რუსები ახლა უკრაინის საავადმყოფოებს ბომბავს. ეს ბოროტების მიღმაა. ერთადერთი მორალური არჩევანი, რომელიც ახლა ნებისმიერ მთავრობას შეუძლია გააკეთოს, არის უკრაინის ყველანაირი მხარდაჭერა",- წერს კულება

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი