"რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა... გავუშვით სამ ასოზე" - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო Facebook-ზე წერს.
"რუსული გემი ზმეინის კუნძულის გარნიზონს ჩაბარებას სთავაზობდა. გავუშვით სამ ასოზე. შემდეგ დაიწყო სარაკეტო და საარტილერიო დარტყმა. დაიღუპა 13 უკრაინელი მესაზღვრე, შესაძლოა, ის მამაცი გმირიც, რომელმაც მტერი დაამარცხა, როგორც ზაპოროჟიას კაზაკები უკრაინის მტრებს. დიდება გმირებს!, - წერს გერაშჩენკო.