
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა დაგმო და თქვა, რომ ეს "რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისათვის მძიმე დარტყმაა".
უცხოური მედიის ცნობით, უკრაინის ელჩმა თურქეთში, ვასილ ბოდნარმა ანკარას სთხოვა, რომ ბოსფორისა და დარდანელის სრუტეში რუსული გემების გავლისთვის ხელი შეეშალა.