
"აღშფოთებულები ვართ სანდო ცნობებით, რომ რუს ჯარისკაცებს „ჩერნობილის“ ობიექტების თანამშრომლები მძევლად ჰყავთ აყვანილი" - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესსპიკერი, ჯენ ფსაკი საუბრობს.
მძევლების აყვანა უკანონო და სახიფათო ქმედებაა, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს საჯარო სამსახურის რუტინული ძალისხმევა, რომელიც ბირთვული ნარჩენების ობიექტების შესანარჩუნებლად და დასაცავადაა საჭირო. ეს აშკარად წარმოუდგენლად საგანგაშო და სერიოზულად შემაშფოთებელია. ჩვენ ვგმობთ ამას და ვითხოვთ მათ გათავისუფლებას, - განაცხადა ფსაკიმ.