
თალიბანი რუსეთ-უკრაინას მოუწოდებს კონფლიქტი დიალოგისა და მშვიდობიანი გზით მოაგვარონ. ამის შესახებ თალიბანის მთავრობამ დღეს განცხადება გაავრცელა და ორივე მხარეს თავშეკავებისკენ მოუწოდა.
"ავღანეთის ისლამური ემირატი, ნეიტრალიტეტის საგარეო პოლიტიკის შესაბამისად, მოუწოდებს კონფლიქტის ორივე მხარეს მოაგვარონ კრიზისი დიალოგისა და მშვიდობიანი გზით", - ნათქვამია განცხადებაში.
მთავრობა, ასევე, მოუწოდებს კონფლიქტის მხარეებს, ყურადღება მიაქციონ უკრაინაში ავღანელი სტუდენტებისა და მიგრანტების სიცოცხლის დაცვას.