რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ - ეროვნული გვარდია

გამოქვეყნდა:

რუსი დივერსანტები კიევში ხიდის აფეთქებას გეგმავდნენ - ამის შესახებ UNIAN-ს ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების ბრიგადის პრეს-ოფიცერმა ხარიტონ სტარსკიმ განუცხადა. მისი ინფორმაციით, დივერსანტი ხიდზევე დააკავეს. ის რაკეტების დამიზნებისთვის საჭირო ნიშნებს აკეთებდა.

მისი თქმით, ყველა სტრატეგიული ობიექტი ახლა ეროვნული გვარდიის, უსაფრთხოების სამსახურისა და უკრაინის ეროვნული პოლიციის კონტროლის ქვეშაა - „ახლა ჩვენი ჯარები ინტენსიურად მუშაობენ დედაქალაქის გასაძლიერებლად, რათა თავიდან აიცილონ რუსული ჯარების გარღვევა“ - თქვა ხარიტონ სტარსკიმ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი