ბელოვოდსკის რაიონში სამხედროებმა დამპყრობლების პოზიციები გაარღვიეს, რუსული შენაერთები გარბიან - უკრაინის თავდაცვა

გამოქვეყნდა:

ლუგანსკის ოლქში, ბელოვოდსკის რაიონში, უკრაინულმა ნაწილებმა გაარღვიეს დამპყრობლების პოზიციები და კონტრშეტევით წარმატებას მიაღწიეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

"დღეს, შუადღისას, ბელოვოდსკის რაიონში, უკრაინელი ჯარისკაცები რუს ოკუპანტებს შეებრძოლნენ. ჩვენმა ნაწილებმა გაარღვიეს დამპყრობლების პოზიციები, კონსოლიდაცია მოახდინეს და კონტრშეტევით წარმატებას მიაღწიეს.

მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსული შენაერთები გარბიან ბრძოლის ველიდან, რუსეთის საზღვრის მიმართულებით",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი