
პოლონეთი აცხადებს, რომ რუსული ავიახაზებისთვის საჰაერო სივრცის დახურვისთვის ემზადება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ დღეს განაცხადა, რომ მისი მთავრობა მოამზადებს რეზოლუციას, რომელიც გამოიწვევს პოლონეთის საჰაერო სივრცის დახურვას რუსული ავიახაზებისთვის.
„მე გავეცი ბრძანება მინისტრთა საბჭოსთვის, რომ მოამზადონ რეზოლუცია, რომლის მიხედვითაც, პოლონეთის საჰაერო სივრცე სრულიად დაიკეტება რუსული ავიახაზებისთვის“, - წერს მორავეცკი.