რუსეთის შეჭრის შემდეგ 194 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის 57 მშვიდობიანი მოქალაქე - ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

გუშინდელი დღის შემდეგ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა 194 უკრაინელი დაიღუპა, მათ შორის 57 მშვიდობიანი მოქალაქე. ამის შესახებ განცხადება დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების მინისტრმა გააკეთა.

მან თემთა პალატის დეპუტატებს ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ პუტინის შეჭრის შემდეგ 450 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 

გაეროს დღევანდელ ცნობებში ეწერა, რომ გარდაცვლილი იყო 25 მშვიდობიანი მოქალაქე.

მინისტრმა, ასევე თქვა, რომ დიდი ბრიტანეთის ჯარები ნატოს მოკავშირე ესტონეთში დაგეგმილზე ადრე გაიგზავნება, სულ 1 000 ჯარისკაცია მზადყოფნაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი