
უკვე მეორე დღეა, უკრაინა ყველა მიმართულებიდან ინტენსიური შეტევის სამიზნეა. კიევი ხანგრძლივი ბლოკადისთვის ემზადება. რუსეთის საოკუპაციო არმიის ნაწილები უკვე დედაქალაქის შემოგარენში არიან, რუსული ტანკები კიევს აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან მიუახლოვდნენ.
დედაქალაქზე იერიში დღეს გამთენიისას სარაკეტო თავდასხმით დაიწყო. რამდენიმე ბალკისტიკური რაკეტა მოხვდა საცხოვრებელ სახლებს. განგაშის სიგნალი არაერთხელ გაისმა ლვოვში ხერსონაში, ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
პრეზიდენტი ზელენსკი რუსული აგრესიის შესაჩერებლად დასავლეთსგან უფრო აქტიურ და ქმედით ნაბიჯებს ითხოვს - პარალელურად კრემლი ბოლო ძალების მობილიზებას ცდილობს და ჩეჩნეთიდან ყველაზე აგრესიულ მებრძოლებს იძახებს
ავტორი: ზურა პეტროსიანი