
პოლონეთმა უკრაინისთვის სახმელეთო გზით შეიარაღებისა და ტყვია-წამლის მიწოდება დაიწყო - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, მარიუშ ბლაშჩაკი ავრცელებს.
"კოლონა საბრძოლო მასალებით, რომელსაც ჩვენ უკრაინას გადავცემთ, უკვე უკრაინაშია. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელებს, ვართ სოლიდარულები და მტკიცედ ვეწინააღმდეგებით რუსეთის აგრესიას",- წერს მარიუშ ბლაშჩაკი.