
""მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ", - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი Facebook-ზე წერს.
დღეს შუადღისას, მე მოვუწოდე NATO-ს ლიდერებს, სასწრაფოდ მიიღონ ზომები SWIFT-ის წინააღმდეგ, რათა პრეზიდენტს პუტინსა და მის რეჟიმს მაქსიმალური ტკივილი მიაყენონ.
დიდი ბრიტანეთი პუტინისა და საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის წინააღმდეგ სანქციებს დაუყოვნებლივ დააწესებს, უკვე გამოცხადებული სანქციების პაკეტის გარდა, - წერს ჯონსონი.