
ამერიკის შეერთებული შტატები ვლადიმერ პუტინსა და სერგეი ლავროვს სანქციებს უწესებს. ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი ჯენ ფსაკი ადასტურებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ მიიღეს.
"აშშ შეუერთდება ევროკავშირს პრეზიდენტ პუტინის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვისა და რუსეთის ეროვნული უსაფრთხოების გუნდის წევრების სანქციებში", - განაცხადა ფსაკიმ. მისივე თქმით, დამატებითი დეტალები ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.