
უკრაინის პრეზიდენტი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან საუბრის შემდეგ, ის ევროკომისიის პრეზიდენტსაც ესაუბრა და ევროკავშირის მხრიდან ეფექტურ დახმარებაზე გაამახვილა ყურადღება.
ზელენსკი წერს, რომ მას სჯერა, ევროკავშირი უკრაინას ირჩევს.
"უკრაინა იარაღით ხელში ებრძვის ოკუპანტს, იცავს საკუთარ თავისუფლებასა და ევროპულ მომავალს. ურსულა ფონ დერ ლაიენთან ვისაუბრე ევროკავშირის მხრიდან ჩვენი ქვეყნის დახმარებაზე ამ გმირულ ბრძოლაში. მე მჯერა, რომ ევროკავშირი ასევე ირჩევს უკრაინას",- წერს ზელენსკი.
ამავე თემაზე: