ქართველმა ჰაკერებმა აიღეს პასუხისმგებლობა ჩეჩნეთის მთავრობის ვებგვერდის კიბერშეტევაზე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ - ამის შესახებ ინფორმაციას OC Media ავრცელებს.
http://chechnya.gov.ru DOWN! საქართველოდან ჩვენ ვიცავთ სამართალს! - ნათქვამია ქართველი ჰაკერების "ტვიტში", რომელშიც ჩეჩნეთის მთავრობის გათიშული ვებგვერდის სქრინია გამოქვეყნებული. ჩეჩნეთის მთავრობის ვებგვერდზე წვდომა ამ დრომდე შეზღუდულია.
ამასთანავე, ამ დრომდე მიუწვდომელია პრორუსული მედია ალტ-ინფოს ვებგვერდი. საქართველოს ჰაკერთა საზოგადოება ამბობს, რომ საიტი მათ გათიშეს.