
უკრაინის ვიცეპრემიერი ირინა ვერეშჩუკი საერთაშორისო ჰუმანიტარულ ორგანიზაცია წითელ ჯვარს მიმართავს, შევიდეს უკრაინაში და გაიტანოს რუსი ჯარისკაცების ცხედრები - "ათასობით რუსი დამპყრობლის ცხედარია. მივმართავთ ICRC-ს, ჩაერთოს ამ ჰუმანიტარულ მისიაში“, - თქვა მან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისათვის დაღუპული რუსი სამხედროების რიცხვი 3 500-მდეა