
დასახლებული პუნქტის არტილერიით და ჭურვებით დაბომბვა საკმარისი მტკიცებულება არის იმისთვის რომ, მსოფლიომ ჩვენთან ერთად ეს აგრესია შეაჩეროს. უკრაინელმა ხალხმა უკვე დაიმსახურა და უფლება აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გავრცელებულ მიმართვაში.
მან განცხადება გააკეთა კიევში ამ დროისათვის არსებულ ვითარებაზე და თქვა, რომ ოკუპანტების შემოტევებს დედაქალაქზე, უკრაინელი ჯარისკაცები აქტიურად იგერიებენ და ყველა სტრატეგიული ობიექტი მათი კონტროლის ქვეშაა:
"შემიძლია გამოსვლა კარგი ამბით დავიწყოთ. ჩვენი სამხედროები მედგრად მტრის ინტენსიური შეტევები მოიგერიეს. ჩვენი ქვეყნის ბევრი ტერიტორიაზე შეტაკებები ისევ გრძელდება, თუმცა ყველამ ვიცით რომ სამშობლოს, მიწას და ჩვენის შვილების მომავალს ვიცავთ. კიევი და სხვა სტრატეგიული ადგილები ჩვენი ჯარისკაცების კონტროლ ქვეშ არის. ოკუპანტებს უკრაინის ცენტრის აღება და თავიანი მარიონეტების დასმა სურდათ, ისევე როგორც ეს დონეცკსა და ლუგანსკში გააკეთეს. ჩვენ მათ უკან დავახევინეთ და ვერც ერთ წერტილში გამარჯვებას ვერ მიაღწიეს. მტერმა კიევისთვის ბრძოლაში ყველაფერი გამოიყენა, მათ შორის ჭურვები, ჯავშანტექნიკა, არტილერია, დივერსანტები, დესანტები და უპილოტო საფრები აპარატები. ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ბომბავენ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების განადგურებას ცდილობენ. მათ ლაჩრული სტრატეგია აქვთ. დასახლებული პუნქტის არტილერიით და ჭურვებით დაბომბვა საკმარისი მტკიცებულება არის იმისთვის რომ, მსოფლიომ ჩვენთან ერთად ეს აგრესია შეაჩეროს. უკრაინელმა ხალხმა უკვე დაიმსახურა და უფლება აქვს ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისთვის მტკიცე დადასტურება. დადგა გადამწყვეტი მომენტი რათა ერთხელ და საბოლოოდ დაიხუროს მრავალწლიანი სტრატეგიული დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი. ამის შესახებ შარლ მიშელს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ემანუელ მაკრონს ვესაუბრე.
ანტისაომარი კოალიცია მუშაობს. უკრაინისკენ საბრძოლო აღჭურვილობა და მასალები მოდის. უკვე გვაქვს ევროკავშირის წევრი თითქმის ყველა ქვეყნის მხარდაჭერა, რუსეთის სვიფტიდან გათიშვის თაობაზე. ბრძოლის ყველა ფრონტზე მტერმა დიდი მარცხი განიცადა. ოდესა, ხერსონი, მიკოლაევი, ხარკოვი, დონბასო, სუმი, ჩერნიგევი და კიევი. ყველგან ! ჩვენი არმია ყველაფერს აკეთებს, რათა არმია შეაჩერონ და გაანადგურონ. ლვოვი და სხვა სასაზღვრო ქალაქები მედგრად დგანან. ყოჩაღ ! ყველა უკრაინელს უნდა ახსოვდეს ერთი რამე - თუ გაქვს შესაძლებლობა შეაჩეროთ და გაანადგუროთ მტერი - გააკეთეთ ! ვისაც უკრაინაში დაბრუნება შეგიძლიათ დაბრუნდით და სამშობლო დაიცავით. ვისაც საშუალება აქვს საზღვრებს გარეთ დაიცვას ჩვენი სამშობლო, გააკეთეთ ეს. უკრაინის ყველა მეგობარს, ვისაც სურვილი აქვს რომ უკრაინის დასაცავად შემოგვიერთდეს, ჩამოდით, შეიარაღებას მოგცემთ.
მინდა რუსეთში ჩემი ხმა გაიგონონ, ყველამ გაიგოს. ათასობით მსხვერპლი, ასობით ტყვე, რომლებსაც უბრალოდ არ ესმით უკრაინაში რისთვის გამოგზავნეს, რაც უფრო მალე ეტყვით თქვენს მთავრობას, რომ ომი უნდა დასრულდეს, მით უფრო მეტი თქვენი მებრძოლი დარჩება ცოცხალი. მადლობა იმ რუსებს ვინც რუსეთის ქუჩებში ეს ომი გააპროტესტეს. მადლობა." აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.