ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციამ (AEJ) მოითხოვა, რომ ევროკავშირის მასშტაბით ყველა ქვეყანაში აიკრძალოს -  Russia Today . 

ასოციაციის ცნობით, მედიასაშუალებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სიცრუის გავრცელებაში, პუტინის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისას, ხელს უწყობდა დაბნეულობას, ცდილობდა დასავლური დემოკრატიების დასუსტებას, რომლებთან შეერთებაც უკრაინას სურს.

„უკრაინის ომი აშკარად არის სიცრუის ომი სიმართლის წინააღმდეგ, რომელიც დაიწყო მომაკვდინებელი დიქტატურითა და მისი ქვეშევრდომების მიერ დასავლური დემოკრატიების დასანგრევად",- ნათქვამია განცხადებაში. 

ევროპელ ჟურნალისტთა ასოციაციაში ამბობენ, რომ პერსონალური აკრძალვები უნდა ამოქმედდეს Russia Today "ჟურნალისტების" მიმართაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი