
უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფედოროვი სოციალურ ქსელში ილონ მასკის დახმარებას სთხოვს. მინისტრის თხოვნაა, რომ მასკი კიევს სატელიტური ინტერნეტით წვდომის უზრუნველყოფით დაეხმაროს.
ფედოროვი ამბობს, რომ მაშინ, როდესაც SpaceX-ის რაკეტები წარმატებით ბრუნდებიან კოსმოსიდან - რუსული რაკეტები დაფრინავს უკრაინის საბავშვო ბაღებსა და საავადმყოფოების თავზე.
"სანამ თქვენ მარსის კოლონიზაციას ცდილობთ, რუსეთი ცდილობს უკრაინის ოკუპაციას! სანამ თქვენი რაკეტები წარმატებით დაეშვება კოსმოსიდან - რუსული რაკეტები თავს ესხმიან უკრაინის მოსახლეობას! გთხოვთ, მიაწოდოთ უკრაინას Starlink-ის სადგურები და მიმართოთ საღი გონების მქონე რუსებს, რომ მხარი დაგვიჭირონ",- წერს მიხაილ ფედოროვი.