
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარასკევს ნაშუადღევს კიევთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით უკრაინაში ჯარების წინსვლის შეჩერების ბრძანება გასცა, მაგრამ მეორე მხარის დიალოგზე უარის თქმის გამო მოძრაობა დღეს შუადღისას განახლდა - ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის სახელმწიფო მეთაურის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.
„გუშინ შუადღისას, უკრაინის ხელმძღვანელობასთან მოსალოდნელ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, რუსეთის უზენაესმა სარდალმა და რუსეთის პრეზიდენტმა გასცეს ბრძანება რუსული ჯარების ძირითადი ძალების წინსვლის შეჩერების შესახებ“, - განაცხადა კრემლის სპიკერმა.
მან განმარტა, რომ „ფაქტობრივად, უკრაინულმა მხარემ უარი თქვა მოლაპარაკებაზე, დღეს შუადღისას მთავარმა რუსულმა ძალებმა განაახლეს წინსვლა ოპერაციის გეგმის შესაბამისად“.