
რუსული პროპაგანდა რელსებიდან გავიდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, რუსეთი ავრცელებს დეზინფორმაციას, რომ უკრაინა ბირთვული იარაღის გამოყენებას ცდილობს, რაც სრული სიცრუეა, რადგან ბირთვული იარაღი საერთოდ არ აქვთ.
"რუსული პროპაგანდა რელსებიდან გავიდა და ვარაუდობს, რომ უკრაინა შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიაზე "ბინძური ბომბის" ჩამოგდებისთვის ემზადებოდეს. ეს ავადმყოფური სიცრუეა. უკრაინას არ აქვს ბირთვული იარაღი, არ აწარმოებს რაიმე სამუშაოს მის შესაქმნელად/შესაძენად. ჩვენ ვართ
ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებაზე პასუხისმგებლები",- წერს კულება.