
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ განაცხადა, რომ დაწყებულია ტექნიკური მზადება რუსეთის SWIFT-ის საბანკო სისტემიდან გამოსართავად. კულება ამბობს, რომ ამ სანქციის "გასატანად" უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა.
"ოფიციალური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა გადაწყვეტილების ტექნიკური მომზადება და ამ სანქციების ამოქმედება უკვე დაწყებულია. უკრაინის დიპლომატიის მთელმა ვერტიკალმა იმუშავა.
ასევე მადლობას ვუხდი ათასობით ადამიანს, მათ შორის უკრაინელ დიასპორას, ვინც თავიანთ მთავრობაზე ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად ზეწოლას ახდენდნენ. ეს გამარჯვება ეძღვნება უკრაინის ყველა დამცველს", - წერს კულება Facebook-ზე.