"როგორი ძლიერიც არ უნდა გეგონოთ თავი, ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ" | "ანონიმუსის" მიმართვა პუტინს

გამოქვეყნდა:

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე შეიჭრა და მშვიდობიანი მოსახლეობა დაბომბა, მსოფლიოს ყველაზე დიდმა ჰაკერულმა დაჯგუფება "ანონიმუსმა" პუტინს კიბერომი გამოუცხადა. რამდენიმე საათის წინ "ანონიმუსმა" სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ისინი პუტინს მიმართავენ და აფრთხილებენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიას არ შეწყვეტს, მაშინ სახელმწიფო ვებსაიტების დაჰაკვას განაგრძობენ.

მანამდე კი, ჰაკერულმა დაჯგუფებამ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი, Russia Today და გაზპრომის გვერდები გათიშეს.

"გამარჯობა მსოფლიო მოქალაქეები, ეს გზავნილია ვლადიმერ პუტინისთვის ანონიმუსისგან. ბატონო პუტინ, აგრესია უკრაინის მიმართ იმის დასტურია, რომ თქვენ არ სცემთ პატივს, ადამიანთა უფლებებს. ბოლო რამდენიმე დღეა, რაც სრულ მასშტაბიანი აგრესია მიმდინარეობს. სამოქალაქო უბნები დაიბომბა და უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ლტოლვილები გარბიან და მოქალაქეები იძულებულია არიან უკრაინის ხელისუფლების დავალებით იარაღი აიღონ ხელში.

ეს ძალიან ცუდი სიტუაციაა, ყველა გაგებით და ამის გამჩაღებელი თქვენ ხართ. მთელი მსოფლიო ხედავს თქვენი პროპაგანდის მიზანს, ანონიმუსის წევრებმა კიბერ ომი გამოუცხადეს თქვენს აგრესიულ რეჟიმს და გასულ რამდენიმე დღეში ბევრი სამთავრობო ვებგვერდი გაითიშა. თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია და მალე თქვენ მსოფლიო ჰაკერების რისხვა დაგატყდებათ თავს. ბევრი მათგანი, ალბათ თქვენსავე ქვეყანაში ცხოვრობს, თქვენი საიდუმლოები უსაფრთხოდ ვეღარ იქნება და შესაძლოა თქვენი მთავრობის დაცული გვერდებიც გაიტეხოს.

ახლა უკრაინაში შეჭრით, საქართველოსა და ყირიმში წინა შეჭრა აჩვენებს თქვენს სტრატეგიას, რომ გსურთ იმ ტერიტორიების მიერთება, რომელიც ადრე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე შედიოდა. საბჭოთა კავშირი დიდ ხნის წინ დაინგრა და მსოფლიოს არ დაინგრა და მსოფლიოს არ დაავიწყდება ამ რეჟიმის სისასტიკე. ამ ომს თქვენ ვერ მოიგებთ, რა ძლიერიც არ უნდა გეგონოთ საკუთარი თავი. ჩვენ ვართ ანონიმუსი, ჩვენ ვართ რეგიონი, გველოდეთ",- ნათქვამია გავრცელებულ მიმართვაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი