მოსახლეობა კიევის დატოვებას ცდილობს | რა ხდება ქვეყანაში ომის მესამე დღეს - "მთავარი" უკრაინიდან

გამოქვეყნდა:

კიევი და მთელი უკრაინა, კიდევ ერთი მძიმე ღამისთვის ემზადება. პუტინის ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასსხმა უკრაინასა და მთელ ცივილიზებულ სამყაროზე - დღე მესამე. უკრაინის ხელისუფლება, რადას დეპუტატები, კიევის მერი, მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტები, სამხედრო ძალები და უკრაინის რიგითი მოქლაქეები ერთმანეთის გვერდით, საკუთარ სამშობლოს პუტინის აგრესიისგან იცავენ.

რუსული ავიაცია კი ბომბავს უკრაინის ქალაქებს და სოფლებს, მათ შორის მშვიდობიან მოქლეეებს, ჭურვებს ესვრის საავდამყოფოებს, საბავშვო ბაღებს, საცხოვრებელ კორპუსებს, აფეთქებს ხიდებს - კრემლის ლიდერის თავდასხმას ამ დრომდე ეწირებიან ადამიანები, მათ შორის ბავშვები.

დიდია დანაკარგი რუსეთის მხარესაც - უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ათასობით რუსი ჯარისკაცის, სამხედრო და საავიაციო ტექნიკის განადგურების შესახებ იუწყება.

მაშ ასე, სამხედრო ინტერვენციის მესამე დღე და ბოლო ცნობები მსოფლიოს ყველაზე ცხელი წერტილიდან- ნათია ტრაპაიძე და ტატო გურგენიძე ისევ მოვლენების ეპიცენტრიდან გვიერთდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი