განგაშის სიგნალები და დაბომბილი კორპუსი კიევში | ომის მესამე დღის ქრონოლოგია

გამოქვეყნდა:

კიევსა და უკრაინის სხვა დიდ ქალაქებში განგაშის სიგნალი მთელი ღამისა და თითქმის მთელი დღის განმავლობაში ისმოდა. 

ომის მესამე დღის მოკლე ქრონოლოგია ასეთია - რუსეთმა კიევზე რამდენიმე იერიში მიიტანა. ხშირი საარტილერიო ცეცხლის ხმა ისმოდა ქალაქის ცენტრიდან ოდნავ მოშორებით, დაიბომბა საცხოვრებელი კორპუსი. უკრაინული წყაროების თანახმად, რუსული სამხედრო ნაწილები კიევის აღებას ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ.

აშშ მზადაა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ევაკუაციისთვის, მაგრამ ის წასვლაზე უარს აცხადებს და ვიდეომიმართვაში ამბობს: „ხელისუფლება კიევშია. ჩვენ ვიცავთ უკრაინას!".

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი