
პოლონეთის პრეზიდენტი, ანდჟეი დუდა ინიციატივით გამოდის, რომ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების სტატუსი დაუყოვნებლივ მიენიჭოს, ამის შემდეგ კი უკვე მოლაპარაკებები დაიწყოს მის გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
დუდას თქმით, პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს.
"პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარების პროცესს. კანდიდატის სტატუსი დაუყოვნებლივ უნდა მიენიჭოს და ამის შემდეგ წევრობაზე მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ამასთან, აღდგენისთვის უკრაინას უნდა ჰქონდეს წვდომა ევროკავშირის ფინანსურ რესურსებზე. ეს მათ ეკუთვნით",- წერს ანდჟეი დუდა Twitter-ზე.