
პუტინის გადაწყვეტილებებს მსოფლიო სხვადასხვა ფორმით უპირისპირდება და მის შეკავებას ყველა მეთოდით ცდილობს. პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები მხოლოდ ეკონომიკურ და გრძელვადიან ზარალზე არაა გათვლილი, რუსეთი, შესაძლოა, ძალიან მალე, გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ვინმეს წარმოუდგენია.
სწორედ ამ თემაზე საუბრობს რუსი ბლოგერი და ჟურნალისტი, ანდრეი კარაულოვი, რომელიც ძალიან პოპულარულია რუსეთში და Youtube-არხზეც 2 მილიონამდე გამომწერი ჰყავს.
ეს არის დაახლოებით 15-წუთიანი ინტერვიუ პოლიტიკოს ოლეგ მიტვიოლთან, რომელსაც ყველამ ძალიან ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ, რადგან ჟურნალისიტი და პოლიტიკოსი დეტალურად განიხილავენ, როგორ ხდება უმოქმედო სანქციების ამოქმედებისთანავე, რუსული სამხედრო ტექნიკა და მათ შორის, საჰაერო შეიარაღება, როგორ ეცემა ნავთობის ფასი ჩინეთის გადაწყვეტილების პარალელურად და როგორ იმგზავრებენ რუსული ელიტის წევრები ავტობუსებითა და მატარებლებით მას შემდეგ, რაც აირბასები მწარმოებელ ქვეყანას დაუბრუნდება - მეფე შიშველია და რუსეთის მომავალი ახლა დიდიწლადაა დამოკიდებული სულ პატარა ჩიპებსა და მიკროსქემებზე.
ავტორი: რამაზ ხატიაშვილი