უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნების რაზმი უკრაინის დასახმარებლად იბრძოლებს

გამოქვეყნდა:

"მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში" - ამის შესახებ უცხოეთში მცხოვრები ჩეჩნები საუბრობენ და ამბობენ, რომ მათი რაზმი უკრაინის დასახმარებლად იბრძოლებს.

გადაწყვეტილება ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩკერიის ხელმძღვანელმა მიიღო. აჰმედ ზაკაევმა საგანგებო განცხადება ბრიუსელში გამართული სხდომის შემდეგ გააკეთა.

ზაკაევის თქმით, ევროპის ქვეყნებში სამასი ათასამდე ჩეჩენი ცხოვრობს, რომელთაგან ბევრი უკრაინელების დახმარების სურვილს გამოთქვამს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი