
აშშ-მ და ევროკავშირმა რუსულ ბანკებს ბანი დაადეს და SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გათიშეს.
ევროკავშირმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, იტალია, დიდმა ბრიტანეთმა, კანადამ და აშშ-მა კოორდინირებული განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ისინი უკრაინაში რუსეთის შეჭრას გმობენ. ღონისძიებები, რომელიც უახლოეს დღეებში განხორციელდება, მოიცავს შერჩეული, სანქცირებული რუსული ბანკების გათიშვას SWIFT-ის მესენჯერ სისტემიდან.
"პირველი, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, ვუზრუნველვყოთ სანქცირებული რუსული ბანკების გათიშვა SWIFT-ის მესენჯერ სისტემიდან. ეს უზრუნველყოფს ამ ბანკების გათიშვას საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან და დააზარალებს მათ გლობალურ ფუნქციონირებას.
მეორე, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ დავაწესებთ შემზღუდავ ზომებს, რომელიც ხელს შეუშლის რუსეთის ცენტრალურ ბანკს, გამოიყენოს საერთაშორისო რეზერვები სანქციების შედეგების თავიდან ასაცილებლად;
მესამე, ვიღებთ ვალდებულებას ვიმოქმედოთ იმ ადამიანებისა და სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც ხელს უწყობენ უკრაინაში ომს და რუსეთის მთავრობის მავნე საქმიანობას. კონკრეტულად, ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივიღოთ ზომები შევზღუდოთ მოქალაქეობის ყიდვა - ე.წ. ოქროს პასპორტები - რომელიც რუსეთის მთავრობასთან დაკავშირებულ მდიდარ რუს მოქალაქეებს შესაძლებლობას აძლევდა გამხდარიყვნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მიეღოთ წვდომა ფინანსურ სისტემაზე.
მეოთხე, ვიღებთ ვალდებულებას, რომ მომავალ კვირაში შევქმნათ ტრანსატლანტიკური სამუშაო ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ფინანსური სანქციების ეფექტურ განხორციელებას, სანქცირებული პირებისა და კომპანიების აქტივების იდენტიფიცირებითა და გაყინვით, რომელიც ჩვენს იურისდიქციაში არსებობს. როგორც ამ ძალისხმევის ნაწილი, ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ სანქციები და სხვა ფინანსური და აღმასრულებელი ზომები რუსეთის მთავრობასთან დაახლოებულ რუს ჩინოვნიკებსა და ელიტაზე, ასევე გამოავლინონ და გაუყინონ ანგარიშები მათ ოჯახებსა და დამხმარეებს, რომლებსაც ისინი ჩვენს ქვეყანაში იყენებენ.
ჩვენ ასევე ჩავრთავთ სხვა მთავრობებს და ვიმუშავებთ, რათა აღმოვაჩინოთ და შევაფერხოთ უკანონოდ მოპოვებული შემოსავლების მოძრაობა და შევაფერხოთ ამ პირებს შესაძლებლობა, დამალონ თავიანთი აქტივები.
ბოლოს, გავაძლიერებთ კოორდინაციას დეზინფორმაციისა და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმების წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდზე ამ მძიმე დროს. ამ ზომების გარდა, მზად ვართ, მივიღოთ შემდგომი ზომები, რათა რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაზე თავდასხმისთვის",-წერია განცხადებაში.
იხილეთ ასევე: